“reFRESH – გაიჯანსაღე ცხოვრება” (ფოტოკოლაჟი)

Posted on

22 ივნისს  “reFRESH – გაიჯანსაღე ცხოვრება” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კამპანიის ინიციატორები და სპონსორები იყვნენ კოკა-კოლა, ცელა საქართველო (CELA), თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. დღის განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და კონკურსი, რომელიც ჯგუფი ”არა”-ს კონცერტით და ფერების ფესტივალით დასრულდა.
გთავაზობთ ღონისძიების ფოტოკოლაჟს.
ფოტოგრაფი ნინო ტუხაშვილი
DSCN9260 DSCN9333 DSCN9335 DSCN9354 DSCN9374 DSCN9379 DSCN9397 DSCN9400 DSCN9405 DSCN9415 DSCN9419 DSCN9421 DSCN9429 DSCN9444 DSCN9446DSCN8915 DSCN9034 DSCN9087 DSCN9100 DSCN9178 DSCN9182 DSCN9190 DSCN9199 DSCN9208 DSCN9211 DSCN9218 DSCN9228 DSCN9244

როგორ განვახორციელოთ ბიზნეს იდეა?

Posted on

   images (9)დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არც თუ ისე წარმატებულია, მიუხედავად ამისა, არსებობს წარმატებული ბიზნესი და არსებობენ წარმატებული ბიზნემენები. რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და თვალშისაცემია, თუმცა ყველაფერი მცირე ბიზნესით იწყება. ცოტაოდენი კაპიტალით და დიდი ძალისხმევით ბევრი ადამიანი გახდა ბიზნესმენი და მიაღწია წარმატებას.

ყველაფერი კი იდეით იწყება. არსებობს იდეების მრავალი წყარო. ყველაზე სასარგებლო წყაროა მომხმარებელთა გამოხმაურება, კონკურენტის მიერ გამოშვებული პროდუქცია, ვაჭრობაში დასაქმებულთა აზრი, ხელისუფლების გამოხმაურება და ა.შ

რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა მომხმარებელთა აზრს. ყოველდღიური ახალი საქონლის ან მომსახურების წარმოების საბოლოო მიზანიც ხომ მომხმარებელთა მოთხოვენბის დაკმაყოფილებაა. ადრე თუ სვამდნენ ბიძნემენები კითხვებს: 1 რა უნდა ვაწარმოვო? 2 როგორ ვაწარმოვო? 3 ვინ მიიღებს წარმოებულ პროდუქციას? ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და პირველ ადგილზე დგას კითხვა: ვინ მიიღებს? , როგორც აღვნიშნე მთავარი მომხმარებელია.

ახლი იდეების ძიების პროცესში მეწარმეს ასევე დახმარება შეიძლება სამთავრობო ინსტიტუტმაც გაუწიოს. არსებობს საპატენტო ბიუროს არქივი, სადაც დაპატენტებულია ყველა გამოგონება და იდეა ახალი პროდუქციის შესახებ. თუმცა თავისთავად დაპატენტებული იდეა დაცული კანონით. მათი შესწავლითაც შესაძლოა მიაგნო ახალ იდეას.

erovnuli_ideaახალი იდეის არც ისე ეფექტურ, თუმცა ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მეწარმის საკუთარი სამეცნიერო კვლევითი და საცდელი საქმიანობა.

მაგრამ იდეის გამომუშავება ხომ არც ისე ადვლია? ჩნდება კითხვა როგორ გამოვიმუშავოთ იდეა? გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა არსებობს მეთოდები, რომლებიც ხელს უწობენ ახლი იდეის გამომუშავებას და მათ შეფასებას.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მიზნობრივი განხილვა. ეს მეთოდი პირველად გამოიყენეს 50-იანი წლების დასაწყისში და დღემდე მან ფართო გავრცელება ჰპოვა. მეთოდი თათბირების ჩატარებას გულისხმობს და მისი წამყვანი ხელმძღვანელის მთავარი ამოცავაა ჩართოს ყველა მონაწილე ღია დისკუსიაში. ის პირდაპირი ან შემოვლითი გზით, შეკრებილებს მიანიშნებს საკითხის განხილვას იმ მიმართულებით რაც საწარმოებს ახალი პროდუქციის ძიებაში დაეხმარებათ. ეს მეთოდი სასარგებლოა არა მარტო ამ იდეების შემუშავებისთვის არამედ ამ იდეების შეფასებისთვისაც.

კიდევ ერთი მეთოდია “სუსტი ადგილების” ინვენტარიზაცია. თათბირის მონაწილეები ერთ შემთხვევაში თვითონ გთავაზობენ ახალ იდეებს და სხვა შემთხვევაში შეიძლება შემოგთავაზონ გარკვეული პროდუქციის ”სუსტი ადგილების” წინასწარ შედგენილი სია. ეს მეთოდი ეფექტურია, მისი ანლიაზი უნდა შეფასდეს ძალიან ფრთხილად. საუკეთესო შედეგს შეიძლება მიაღწიოთ, თუ ჯერ “სუსტი ადგილების” ანალიზს გამოიყენებ, ხოლო შემდეგ ჩაატარებ უფრო ღრმა გამოკვლევას მიღებული იდეების მიხედვით.

images (8)პრობლემის გადაწყვეტისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი. ეს მნიშვნელოვანი პირობაა, რათა გახდე იღბლიანი მეწარმე. სამწუხაროდ ასაკის მატებასთან ერთად განათლების დონის ამაღლების შედეგად და უბრალო გონებრივი ვარჯიშის არქონის გამო, ეს თვისება სუსუტდება. ყველა ბავშვი დაბადებიდან შემოქმედია, მაგრამ ეს უნარი შეიძლება დაქვეითდეს. ხშირად კი ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას ხელს უშლის კულტურული, ემოციური, მსოფლმხედველობითი, ორგანიზაციული ფაქტორები. ასევე არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებითი ინიციატივის გაღვიძებას. მაგალითად: გონებრივი შტურმის, კითხვარების, უბის წიგნაკის, სამეცნიერო და სხვა მეთოდები…

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სასიმოვნო მეთოდია “ოცნება შეუძლებლის შესახებ” ამ შემთხვევაშო ოცნება არა მარტო სასიმოვნო არამედ სასარგებლოცაა. მან შეიძლება ახალი აზრი წარმოშვას. ოცნება არ უნდა შევზღუდოთ, არამედ პირქით ფრთები უნდა გავშალოთ რა ვიცით ამ დროს და იდეა დაგვებადება.

download (2)როგორი გზითაც არ უნდა წარმოიშვას იდეა, მზა პროდუქტად ან მომსახურებად რომ გადაიქცეს საჭიროა მისი განვითარება. იდეის მზა პროდუქტამდე დაყვანის პროცესი, როგორც “ახალი პროდუქციის დაგეგნისა და დაპროექტების პროცესი”, თავის თავში მოიცავს 5 ძირითად ეტაპს: 1. იდეის შემუშავების ეტაპი, (იდეა, შეფასება) 2. კონცეპტუალური დამუშავების ეტაპი (ლაბოლატორიული ანალიზი, შეფასება) 3. საცდელ-საკონსტრუქციო ეტაპი (საცდელი ნიმუშის შექმნა, შეფასება) 4. ბაზარზე სასინჯი გასვლის ეტაპი (სასინჯი პარტიის გაყიდვა, შეფასება) 5. პროდუქციის კომერციალიზაციის ეტაპი, ახალი პროდუქციის სასიცოცხლო ციკლი (ბაზარზე გასვლა. მოთხოვნის ზრდა, ბაზრის გაჯერება, მოთხოვნის დაცემა)

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბიზნესის დაწყების ამოსავალი წერტილი არის იდეა. იდეა შეიძლება იყოს როგორც საკუთარი ასევე ნასესხებიც. ორივე შემთხვევაში არსებობს საკითხსადმი სხვადასხვა მიდგომა. თუ იდეები და წინადადებები ბევრია, თითოეული უნდა შეფასდეს გულდასმით და შეირჩეს მათგან ყველაზე მომგებიანი შემდგომი დამუშავებისთვის. ამ ყველაფრის შემდგომი ეტაპია ბიზნეს-გეგმის შედგენა რაც ძალზედ შრომატევადი და ცალკე განხილვის საგანია.

ასე, რომ არ ჩაახშოთ თქვენს თავში იდეები, ყურადღება მიაქციეთ მათ, რადგან არ იცით რა დროს რა იდეა დაგებადებათ. ხომ გაგიგონიათ “ყველაფერი მარტივი გენიალურია”

რუბრიკა ბიზნესი ანა მუქათარიძე

პირველი ქართული ჟურნალი

Posted on

Image პირველი ქართული ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი” 1832 წელს აღმოცენდა. ის დამოუკიდებელი გამოცემა არ იყო და ითვლებოდა გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ლიტერატურულ განყოფილებად.

ჟურნალის მხოლოდ 5 ნომერი გამოვიდა. მან ხელმომწერთა სიმცირის გამო შეწყვიტა არსებობა. იმ დროს ხელმომწერთა საერთო რაოდენობა სხვადასხვა გამოცემებზე ნაწილდებოდა. მისი გამომცემელია სოლომონ დოდაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ჟურნალის შემდგენელი და გამმართაავიცაა. მას მასალის განლაგება და შერჩევა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.

“სალიტერატურო ნაწილნის” ცალკე რედაქტორი არ ჰყოლია. თუმცა, რადგან ეს ჟურნალი “ტფილისის უწყებანის” განყოფილებად მიიჩნეოდა, ხოლო ამ გაზეთს რედაქტორად სოლ. დოდაშვილი ჰყავდა, ამდენად, “სალიტერატურო ნაწილნიც” მისი საერთო რედაქტორობით გამოდიოდა. ჟურნალი გარეგნულად კარგად იყო გაფორმებული. შედგებოდა 12 ფურცლისგან, ანუ 24 გვერდი იყო ნაბეჭდი. თავფურცელზე ყველგან იყო აღნიშნული გამოცემის წელი, ნომერი და თვე.

ჟურნალი უნდა მომსახურებოდა ქართული ენას, ქართულ ლიტარეტურას, ქართული განათლების აღორძინებასა და 1832 წლის შეთქმულებას. სოლომ დოდაშვილი ჟურნალის მიზნის შესახებ ამბობდა: “სალიტარეტურო ნაწილნი” გამოდის “ენის გამდიდრებისათვის, მამულის დიდებისათვის და გონების განათლებისთვისო”.

წყარო:

www.ambioni.ge

WWW.360GRADUS.GE “360 გრადუსი” VII – ნომერი

Posted on Updated on

იხილეთ ახალგაზრდული ჟურნალი. ,,360 გრადუსის” VII ნომერი. საინტერესო, გამორჩეული, არაორდინალური, მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები ერთ სივრცეში. ჩვენ შევცვლით ახალგაზრდები თქვენთან ერთად!!! იხილეთ ჟურნალიhttp://360gradus.ge/magazine/7.php

Image

WWW.360GRADUS.GE “360 გრადუსი” VI – ნომერი

Posted on

Image

იხილეთ ახალგაზრდული ჟურნალი. ,,360 გრადუსის” VI ნომერი. საინტერესო, გამორჩეული, არაორდინალური, მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები ერთ სივრცეში. ჩვენ შევცვლით ახალგაზრდები თქვენთან ერთად!!! იხილეთ ჟურნალიhttp://360gradus.ge/magazine/6.php

www.360gradus.ge

სურათი Posted on

www.360gradus.ge

ახალგაზრდული ინტერნეტ ჟურნალი ,,360 გრადუსი”

www.360gradus.ge ახალგაზრდული ინტერნეტ ჟურნალი

სურათი Posted on

www.360gradus.ge ახალგაზრდული ინტერნეტ ჟურნალი

თქვენი აზრით რა აკლია ქართულ მედია სივრცეს? შეიძლება ვინმემ კითხვა შემოაბრუნოს და იკითხოს: -რა არ აკლია ქართულ მედია სივრცეს? სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად გამოვიდა სრულიად განსხვავებული, ახალგაზრდული და გამორჩეული ინტერნეტ ჟურნალი ,,360 გრადუსი”. ახალ სიტყვას კი ახალი მკითხველი ჭირდება, ამ მკითხველისთვის ახალგაზრდული სიტყვის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა facebook-ია. ამიტომ გთხოვთ მოგვიწონოთ (დაგვი LIKE ოთ) ჟურნალის ოფიციალური გვერდი http://www.facebook.com/360gradusge გმადლობთ 🙂